logo
ENG



ენდელაძე: COVID-19-ით გარდაცვლილი ორივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, დაავადებები ჰქონდათ 

22 სექ 202011:14
3 წუთის საკითხავი
 
1fnvzs55xayy27h.jpg

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ ორ პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, შესაბამისად მათი გამოყვანა კრიტიკული მდგომარეობიდან ვერ მოხერხდა.

ერთი ინფიცირებული ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა, ხოლო მეორე - ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

"დღეს გარდაიცვალა 2 პაციენტი, აქედან ერთი იყო 67 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის ძალიან მძიმედ იყო. ჰქონდა თანმხლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული მოციმციმე არითმია. სამწუხაროდ, ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

მეორე პაციენტი ქუთაისში, კლინიკა ბომონდში მკურნალობდა. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. პაციენტს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ატროფია, პნევმონია დფა მისი გამოყვანაც ვერ მოხრეხდა მძიმე მდგომარეობიდან", - განაცხადა მარინა ენდელაძემ

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გარდაიცვალა.

22 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 218-ით გაიზარდა.


close დახურვა